ქვეყნები

ევროპა

საფრანგეთი

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა— სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთით აქვს ალბანეთთან, მაკედონიის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან, ხოლო სამხრეთით თურქეთთან.

იტალია

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. 

ესპანეთი

ესპანეთი — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. 

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია.

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

პორტუგალია

პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა ასევე პორტუგალიის შემადგენლობაში შედის.

ნიდერლანდები

ნიდერლანდი (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს[9] ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში.[10]ნიდერლანდს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისთვის მისი თორმეტი პროვინციიდან მხოლოდ ორს ეწოდება ჰოლანდია (ჩრდილოეთდა სამხრეთ ჰოლანდია).

ოკეანეთი-არქტიკა

ავსტრალია

ავსტრალია — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა - ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია, ჩრდილო -აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ - აღმოსავლეთით.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულებზე. ქვეყნის დედაქალაქია ველინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი.

ანტარქტიდა

ანტარქტიდა — კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილია და თითქმის სრულად დაფარულია ყინულით, რომლის სისქეც 1.6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა.

ფიჯი

ფიჯი (ინგლ. Fiji, ფიჯ. Viti, ჰინ. फ़िजी) — სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ამავე სახელწოდების კუნძულზე. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია.

სამოა

სამოა — სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. ძველი სახელწოდებები: გერმანიის სამოა, დასავლეთი სამოა. უკავია სამოას არქიპელაგის 2 უდიდესი კუნძული: სავაი და უპოლუ.

ფილიპინები

სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინების არქიპელაგის კუნძულებზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგის 7100 კუნძულიდან უდიდესია 11 (ტერიტორიის 96%) - ლუსონი, მინდანაო, სამარი, ნეგროსი, პალავანი, პანაი, მინდორო, ლეიტე, სებუ, ბოჰოლი, მასბატე.

საფრანგეთის პოლინეზია

საფრანგეთის პოლინეზია (ფრანგ. Polynésie française, ტაიტ. Pōrīnetia farāni) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. მისგან დასავლეთით მდებარეობს კუკის კუნძულების ტერიტორიული წყლები, ჩრდილო-დასავლეთით კირიბატის, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით არის ნეიტრალური ტერიტორიული წყლები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არისპიტკერნის კუნძულების ტერიტორიული წყლები.

ახალი კალედონია

ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — საფრანგეთის ზღვისგადაღმა, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ასოცირებული დეპარტამენტი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია — ნუმეა.

ახლო აღმოსავლეთი

ომანი

ომანი (არაბ. عُمان) სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება: საუდის არაბეთი, ემირატები და იემენი.

ისრაელი

ისრაელი, (ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ - დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. 

აზია

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. 

ინდოეთი

ინდოეთი (ჰინდი: भारत bhārat, हिन्दुस्तान - ჰინდუსტან) — მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.

ტაილანდი

ტაილანდის სამეფო — დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-ს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.

კამბოჯა

კამბოჯის სამეფო (გამოითქმის /kæmˈboʊdɪə/, ყოფილი კამპუჩია (/kæmpuˈtʃiːə/, Official name of Cambodia.png, ტრანსლიტ.: Preăh Réachéanachâkr Kâmpŭchea) — ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში; მოსახლეობა 13 მილიონი ადამიანია. დედაქალაქია პნომპენი. მემკვიდრეა ერთ დროს ძლიერი ჰინდუ და ბუდისტური ქჰმერების იმპერიის, რომელიც თითქმის მთელ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულს მართავდა XI-XIV საუკუნეებში.

იაპონია

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ  ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვისაღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“ 

ნეპალი

1923 წელს გახდა დამოუკიდებელი ინგლისისაგან1951-ში აღდგა მონარქია. 1960 წელს მეფემ დაითხოვა პარლამენტი და აკრძალა პოლიტიკური პარტიები. 1980 წლიდან დაიწყო მოსახლეობის გამოსვლები დემოკრატიული თავისუფლებების მოსაპოვებლად, რასაც მოჰყვა ერთპარტიული სისტემის მოშლა. 1991 წელს ჩატარებულ არჩევნებში პარტია ნეპალის კონგრესმა გაიმარჯვა. ნეპალში მოქმედებს კონსტიტუციური მონარქია.

სამხრეთ კორეა

გამოცხადდა რესპუბლიკა 1948 წელს. 1951-ში შეიჭრა ჩრდილოეთი კორეაომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 1961 და 1980 წლებში განხორციელდა სამხედრო გადატრიალებები. 1991 წელს ჩრდილოეთ კორეასთან ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის აქტს. 1992 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წლიდან დაიწყო „დათბობის პერიოდი“ მხარეებს შორის.

ვიეტნამი

ვიეტნამი (ვიეტ. Việt Nam), ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა (ვიეტ. Cộng hòa Xã hội chủ nghĩa Việt Nam) — ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

ცენტრალური ამერიკა

პანამა

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.

კოსტა რიკა

კოსტა-რიკა (ესპ. მდიდარი ნაპირი), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.

გვატემალა

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი . ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ–², მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.

მექსიკა

მექსიკა - ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. 

ბელიზი

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, 1973 წლის 1 იანვრამდე ბრიტანეთის ჰონდურასი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა ამავე რეგიონში, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს.

ელ სალვადორი

სალვადორი (ესპ. República de El Salvador) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სან-სალვადორი. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია სანტა-ანა და სან-მიგელი. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით —გვატემალა, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ჰონდურასი. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს ფონსეკის ყურის სანაპიროზე, ნიკარაგუის მოპირდაპირე მხარეს. 2009 წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5 744 113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მეტისები არიან.

სამხრეთ ამერიკა

პერუ

თანამედროვე პერუს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ინდიელი ტომებით, XV საუკუნეში, პერუს ტერიტორიაზე ყვაოდა ინკების ცივილიზაცია, 

ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები— ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთფედერალურ ოლქს.

აფრიკა

ეგვიპტე

ეგვიპტე, ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინას ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით,

მაროკო

მაროკო, სრული ოფიციალური სახელწოდება — მაროკოს სამეფო. მაროკო ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც არ არის აფრიკის კავშირის წევრი (კავშირიდან გამოვიდა 1984 წელს). თუმცა ეს სახელმწიფო შედის არაბული ქვეყნების ლიგაში, არაბეთის მაღრიბის კავშირში, ისლამის თანამეგობრობის ორგანიზაციაში, ფრანკოფონიაში, ხმელთაშუაზღვიური დიალოგის ჯგუფში, ჯგუფ 77-ში.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – სახელმწიფო აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და სვაზილენდი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოტო.

განა

განა – სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთიდან ესაზღვრება კოტ-დ’ივუარი, ჩრდილოეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით – ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთით –ტოგო, სამხრეთიდან კი – გვინეის ყურე. დედაქალაქი აკრა.

კენია

კენიის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. მოსაზღვრე ქვეყნებია ეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია(სამხრეთით), უგანდა, ასევე ტბა ვიქტორია (დასავლეთით), სამხრეთი სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 38 მილიონს. კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

უგანდა

უგანდა (ოფიციალურად უგანდის რესპუბლიკა) – მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მას არ აქვს გასასვლელი ოკეანეზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება კენია, ჩრდილოეთით სამხრეთი სუდანი, დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით რუანდა, და სამხრეთით ტანზანია. ქვეყნის სამხრეთ საზღვარში მოქცეულია ტბა ვიქტორიას მნიშვნელოვანი ნაწილი

ტუნისი

1880 წლიდან საფრანგეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1956 წელს. 1934-87 წლებში ქვეყანას მართავდა ჰაბიბ ბურგიბა. იგი საერო იდეოლოგიას ატარებდა (ქალთა ემანსიპაცია, მრავალცოლიანობის გაუქმება, უფასო განათლება) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდებოდა. ამასთან ის თანდათან აძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რაც დიქტატორულ მმართველობაში გადავიდა.1987 წელს იგი სიბერის გამო გადააყენეს. ახალი პრეზიდენტის მისი წინამორბედის მმართველობის სტილს ინარჩუნებს.

მადაგასკარი

მადაგასკარი — სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. კ. მადაგასკარზე და მის მიმდებარე მცირე კუნძულებზე. აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით.