აფრიკა

ეგვიპტე

ეგვიპტე, ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინას ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით,

მაროკო

მაროკო, სრული ოფიციალური სახელწოდება — მაროკოს სამეფო. მაროკო ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც არ არის აფრიკის კავშირის წევრი (კავშირიდან გამოვიდა 1984 წელს). თუმცა ეს სახელმწიფო შედის არაბული ქვეყნების ლიგაში, არაბეთის მაღრიბის კავშირში, ისლამის თანამეგობრობის ორგანიზაციაში, ფრანკოფონიაში, ხმელთაშუაზღვიური დიალოგის ჯგუფში, ჯგუფ 77-ში.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – სახელმწიფო აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და სვაზილენდი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოტო.

განა

განა – სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთიდან ესაზღვრება კოტ-დ’ივუარი, ჩრდილოეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით – ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთით –ტოგო, სამხრეთიდან კი – გვინეის ყურე. დედაქალაქი აკრა.

კენია

კენიის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. მოსაზღვრე ქვეყნებია ეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია(სამხრეთით), უგანდა, ასევე ტბა ვიქტორია (დასავლეთით), სამხრეთი სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 38 მილიონს. კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

უგანდა

უგანდა (ოფიციალურად უგანდის რესპუბლიკა) – მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მას არ აქვს გასასვლელი ოკეანეზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება კენია, ჩრდილოეთით სამხრეთი სუდანი, დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით რუანდა, და სამხრეთით ტანზანია. ქვეყნის სამხრეთ საზღვარში მოქცეულია ტბა ვიქტორიას მნიშვნელოვანი ნაწილი

ტუნისი

1880 წლიდან საფრანგეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1956 წელს. 1934-87 წლებში ქვეყანას მართავდა ჰაბიბ ბურგიბა. იგი საერო იდეოლოგიას ატარებდა (ქალთა ემანსიპაცია, მრავალცოლიანობის გაუქმება, უფასო განათლება) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდებოდა. ამასთან ის თანდათან აძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რაც დიქტატორულ მმართველობაში გადავიდა.1987 წელს იგი სიბერის გამო გადააყენეს. ახალი პრეზიდენტის მისი წინამორბედის მმართველობის სტილს ინარჩუნებს.

მადაგასკარი

მადაგასკარი — სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. კ. მადაგასკარზე და მის მიმდებარე მცირე კუნძულებზე. აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით.