ცენტრალური ამერიკა

პანამა

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.

კოსტა რიკა

კოსტა-რიკა (ესპ. მდიდარი ნაპირი), ოფიციალურად კოსტა-რიკის რესპუბლიკა (ესპ. República de Costa Rica) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ–აღმოსავლეთით — პანამა, დასავლეთით — წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით — კარიბის ზღვა.

გვატემალა

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი . ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ–², მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.

Honduras (GE)

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

მექსიკა

მექსიკა - ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. 

ბელიზი

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, 1973 წლის 1 იანვრამდე ბრიტანეთის ჰონდურასი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა ამავე რეგიონში, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს.

ელ სალვადორი

სალვადორი (ესპ. República de El Salvador) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სან-სალვადორი. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია სანტა-ანა და სან-მიგელი. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით —გვატემალა, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ჰონდურასი. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს ფონსეკის ყურის სანაპიროზე, ნიკარაგუის მოპირდაპირე მხარეს. 2009 წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5 744 113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მეტისები არიან.