ევროპა

საფრანგეთი

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა— სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთით აქვს ალბანეთთან, მაკედონიის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან, ხოლო სამხრეთით თურქეთთან.

იტალია

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. 

ესპანეთი

ესპანეთი — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. 

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია.

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

პორტუგალია

პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა ასევე პორტუგალიის შემადგენლობაში შედის.

ნიდერლანდები

ნიდერლანდი (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს[9] ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში.[10]ნიდერლანდს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისთვის მისი თორმეტი პროვინციიდან მხოლოდ ორს ეწოდება ჰოლანდია (ჩრდილოეთდა სამხრეთ ჰოლანდია).