ოკეანეთი-არქტიკა

ავსტრალია

ავსტრალია — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა - ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია, ჩრდილო -აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ - აღმოსავლეთით.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულებზე. ქვეყნის დედაქალაქია ველინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი.

ანტარქტიდა

ანტარქტიდა — კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილია და თითქმის სრულად დაფარულია ყინულით, რომლის სისქეც 1.6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა.

ფიჯი

ფიჯი (ინგლ. Fiji, ფიჯ. Viti, ჰინ. फ़िजी) — სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ამავე სახელწოდების კუნძულზე. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია.

სამოა

სამოა — სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. ძველი სახელწოდებები: გერმანიის სამოა, დასავლეთი სამოა. უკავია სამოას არქიპელაგის 2 უდიდესი კუნძული: სავაი და უპოლუ.

ფილიპინები

სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინების არქიპელაგის კუნძულებზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგის 7100 კუნძულიდან უდიდესია 11 (ტერიტორიის 96%) - ლუსონი, მინდანაო, სამარი, ნეგროსი, პალავანი, პანაი, მინდორო, ლეიტე, სებუ, ბოჰოლი, მასბატე.

საფრანგეთის პოლინეზია

საფრანგეთის პოლინეზია (ფრანგ. Polynésie française, ტაიტ. Pōrīnetia farāni) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. მისგან დასავლეთით მდებარეობს კუკის კუნძულების ტერიტორიული წყლები, ჩრდილო-დასავლეთით კირიბატის, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით არის ნეიტრალური ტერიტორიული წყლები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არისპიტკერნის კუნძულების ტერიტორიული წყლები.

ახალი კალედონია

ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — საფრანგეთის ზღვისგადაღმა, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ასოცირებული დეპარტამენტი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია — ნუმეა.