საქართველო

ინფორმაცია

საქართველო არის მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ტერიტორიის ასეთ მცირე მონაკვეთში თავმოყრილია ბუნების სხვადასხვაობა: მთა და ბარი, ფართო ტყის მასივები და უდაბნოები. ბუნების ასეთი მრავალფეროვნება ერთობლიობაში ულამაზეს ხედებს ქმნის. საქართველო მსოფლიოში სასმელი წყლის მარაგის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს, აქ ყოველი წვეთი წყლისა ან სამკურნალო-მინერალურია, ან უბრალოდ გამაჯანსაღებელი წყაროს წყალია. საქრთველო არის ქვეყანა სადაც სახლობდნენ პირველი ევროპელები „ზეზვა და მზია“. ესაა ერთადერთი ქვეყანა, რომელის მაცხოვრებლებსაც ანტიკური ბერძნები ბარბაროსებად არ მოიხსენიებდნენ, არამედ თავის თანასწორადაც კი თვლიდნენ. აქ ხომ მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი აიეტი მეფობდა. საქართველოს მიწაზე დააბიჯებდა მსოფლიოს ისტორიის უდიდეს სტრატეგოსებიდან ერთ-ერთი - დავით აღმაშენებელი. აქ გადაიხადა დავით მეფემ (მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანმა) ლეგენდარული დიდგორის ომი, როცა 56 ათასი მეომრით თურქ-სელჩუკების 600 ათასიან არმის მუსრი გაავლო. აქვე დაიბადა მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეული პიროვნება - იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მსოფლიომ სტალინის სახელით გაიცნო.

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი. საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

 

რა უნდა ნახოთ?

 

  • იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში შემავალი ობიექტები (ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, ანანური, ვარძია, უფლისციხე და ზემო სვანეთი)
  • უძველესი კოშკები სვანეთში, შატილსა და ომალოში.
  • უძველესი ქალაქები : თბილისი, ქუთაისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი და გორი.
  • მთიანი რეგიონები : სვანეთი, რაჭა, ფშავი, ხევსურეთი, მესხეთ-ჯავახეთი.
  • „ღვინის სამშობლო“ - კახეთი
  • ზღვისპირა რეგიონები : აჭარა, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი.
  • დაცული ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • მღვიმეები, ჩანჩქერები, მდინარეები და ულამაზესი ტბები, რომელთა ხილვაც ნებისმიერს არაფრთოვანებს.

ტურები

კაზინო ტურები

თუ ბრძანდებით აზარტული და იღბალიც თან გდევთ, მაშინ თქვენთვის არც მსოფლიო კაზინოების დაპყრობა იქნება შეუძლებელი.

საზღვაო / სამთო ტურები

თქვენ გელით დაუვიწყარი მოგზაურობა მთაში და ზღვაზე...

პილიგრიმ ტურები

საქართველოს კურთხეულ მიწაზე, ანდრია პირველწოდებულის გარდა იქადაგა კიდევ ორმა ქრისტეს მოციქულმა - სვიმონ კანანელმა, მატათამ და მოციქულთა სწორმა წმ. ნინო კაბადოკიელმა. ხოლო VI საუკუნეში კი ცამეტმა ასურელმა მამამ ქვეყანაში ასკეტიზმი და ბერ-მონაზვნული წეს - ჩვეულება შემოიტანა.მას შემდეგ საქართველო უდრეკად დგას თავის სარწმუნოებაზე....

კულინარიული ტურები

საქართველოში თქვენ გელით კულინარიის სრულიად განსხვავებული, ეგზოტიკური და განუმეორებელი, სამყარო....

ჯიპ ტურები

ჩაერთეთ „ჰელოუ ჯორჯიას“_ის ჯიპ ტურში და დალაშქრეთ საქართველოში ყველაზე მიუვალი და ულამაზესი ადგილები, ამავდროულად ქალაქები, რომელთა სილამაზე აღაფრთოვანებს ნებისმიერ მხილველს.

ფოლკლორული ტურები

ფოლკლორი - როგორც ფენომენი განვითარებადია თაობებთან ერთად, იგი ერწყმის ადამიანთა ყოველდღიურობას და მისგან წარმოიქმნება.

ეკო ტურები

საქართველოში მრავლადაა დაცული ტერიტორიები თუ ეროვნული პარკები, თითოეულ მათგანს თავისი ღირსება და უნიკალურობა აქვს...

სათავგადასავლო / ისტორიული ტურები

ჩვენთან ერთად თქვენ აღმოჩნდებით გასაოცარი ისტორიული მოვლენებისა და თავბრუდამხვევი თავგადასავლების სამყაროში...