სამუზეუმო / ისტორიული ტურები

ინფორმაცია

ტურები

კნოსოსის სასახლე

გაინტერესებთ თუ რატომ უწოდეს კრეტას ”ევროპის აკვანი”? გაინტერესებთ იმ ლაბირინთის ხილვა სადაც გმირმა თეზევსმა მინოტავრი დაამარცხა? მაშინ გაემგზავრეთ აღნიშნულ ტურში და ეწვიეთ ჰეაკლიონსა და მინოსის სასახლეს, რომელიც მიუხედავად ჟამთასვლისა კვლავინდებურად აღაფფრთოვანებს მნახველს. 

ხანგრძლივობა: 11 საათი
ფასი: 84.39 USD / ერთ პიროვნებაზე
პომპეი

გაისეირნეთ ანტიკური ქალაქ პომპეის ქუჩებში და ნახეთ ახ.წ. 79 წელს ვულკანის მომაკვდინებელი ამოფრქვევის შედეგად, ფერფლში გაყინული ულამაზესი ქუჩები, სახლების კედლებზე აღბჭდილი უნიკალური გამოსახულებები. 

ხანგრძლივობა: 4 საათი
ფასი: 67.59 USD / ერთ პიროვნებაზე
ვიკინგების სოფელი ”იორვიკი”

თქვენ გელით დაუვიწყარი მოგზაურობა ვიკინგების სოფელ იორვიკში, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ისტორიას და მეტიც, თავადაც შეიძელება გახდეთ არქეოლოგიური აღმოჩენის მონაწილენი. 

ხანგრძლივობა: 4 საათი
ფასი: 15.77 USD / ერთ პიროვნებაზე
შერლოკ ჰოლმსის ნაკვალევზე

მოემზადეთ თქვენ გელით ლეგენდარული გამომძიებლის და მისი მეგობრის ნაკვალევზე სიარული. დიახ, თქვენ მოხვდებით იქ სადაც შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვოტსონი აწარმოებდნენ გამოძიებას ”ალისფერი კვალის”, ”ბასკერვილების ძაღლის” თუ სხვა გახმაურებული დანაშაულებებზე. 

ხანგრძლივობა: 2 საათი
ფასი: 19.41 USD / ერთ პიროვნებაზე
ჩინეთის დიდი კედელი და მინგის სამარხები

ჩინეთის ორი სიამაყე - ჩინეთის დიდი კედელი და მინგის დინასტიის სამარხი, თქვენს თვალწინ ერთ დღეს გადაიშლება. ჩინეთის დიდი კედელი საუკუნეების განმავლობაში შენდეობოდა, იზრდებოდა და ყოველი დადებული აგურით კიდევ უფრო საოცარი ხდებოდა. მისი შემოქმედი იყო ის ცამეტი იმპერატორი რომელეთა სამარხიც განლაგებულია ბეიჯინგის ჩრდილოეთით.

ხანგრძლივობა: 8 საათი
ფასი: 73 USD / ერთ პიროვნებაზე
ძველი და ახალი დედაქალაქები

მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველოს სამი დედაქალაქი გააჩნდა.  თითოეული  დედაქალაქი როგორც წარსულში, ისე დღესდღეობითაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის ისტორიაში. მცხეთა - ქალაქთ ქალაქი, უძველესი დედაქალაქი იბერიისა და სასულიერო ცენტრი ჩვენი ქვეყნისა. ქალაქი სადაც დაბრძანებულია ქრისტეს კვართი...

ხანგრძლივობა: 5 ღამე / 6 დღე
ფასი: 0 USD / ერთ პიროვნებაზე
კოლხურ ნაკვალევზე

უახლოესი დღეების განმავლობაში თქვენ იმოგზაურებთ წარსულში, დინოზავრებისა და მითების ეპოქაში.  იხილავთ ლეგენდარული კოლხების სამფლობელოებს. სამეგრელოში სტუმრობისას უმალ შეიგრძნობთ არგონავტების თითოეულ ნაბიჯს, იხილავთ უკიდეგანო ველებს , რომლებიც მეფე აიეტის ბრძანებით იასონმა ერთ დღეში მოხნა.

ხანგრძლივობა: 6 ღამე / 7 დღე
ფასი: 0 USD / ერთ პიროვნებაზე